გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყო

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყო. 30 ხელოვანი პროექტს ერთი კვირაში დაასრულებს. მსურველები თბილისის მერიასა და “თბილსერვის ჯგუფს” სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

გამოფორმების დაწყებამდე,  გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი “თბილსერვის ჯგუფმა” მორეცხა და პარალელურად განათება დამონტაჟდა. მიმდინარე პროცესი თბილისის მერმა დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც ეტაპობრივად მოიხატება.