გლოვის დღე

საქართველო ბათუმში დაღუპულებს გლოვობს. 24 ნოემბერს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ლეოგრანდში ჩვეულებრივად დაწყებული დღე შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. 11 გარდაცვლილი, 21 მოწამლული – ტრაგიკული შემთხვევიდან მესამე დღესაც კი, მომხდარის დეტალები გაურკვეველი რჩება.

თუ ერთ-ერთი მეხანძრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ცეცხლის კერა სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა, სადაც გათბობის და ვენტილაციის სისტემებია განთავსებული.

წინასწარი ცნობით, კვამლმა სწორედ სავენტილაციო ქსელში შეაღწია, რამაც შენობაში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. 11-ვე შემთხვევაში ლეტალური შედეგი სწორედ კვამლით ინტოქსიკაციის გამო დადგა.

ტრაგედიის მძიმე წუთებს მოამბესთან თვითმხილველები იხსენებენ.