საქართველოში გლოვის დღეა - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს

საქართველოში  სასტუმრო ლეოგრანდში დაღუპულებს გლოვობენ.  ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაუშვეს.

დროშები დაშვებულია თბილისში პარლამენტის შენობაზე, თავდაცვის სამინისტროს,  თბილისის მერიის და ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე.  ხალხმრავლობაა ბათუმში ტრაგედიის ადგილზე,  სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დღეს განცხადება გააკეთა ლეოგრანდის მფლობელმაც.

მერაბ წულუკიძე დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი