გლოვის დღე საქართველოში - სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ

ქვეყანაში გლოვის დღეა. სასტუმრო ლეოგრანდში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბათუმში დილიდან ხალხმრავლობაა, მოქალაქეები ადგილზე ყვავილებით და სანთლებით მიდიან.

გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე დროშებია დაშვებული. 27 ნოემბერი გლოვის დღედ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა ეტაპზეა გამოძიება ამას მერაბ წულუკიძე გვეტყვის.