სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, მიმდინარეობს სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვაც, – ამის შესახებ სასტუმროს პერსონალმა პირველ არხს პირად საუბარში განუცხადა.

სასტუმროს თანამშრომლები სატელევიზიო კომენტარს აკეთებენ და არ აკონკრეტებენ, რა შეკითხვები ჰქონდათ მათთან სამართალდამცველებს.

შენობაში თანამშრომლები დღეს შეიყვანეს. როგორც სასტუმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, სასტუმროში ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

შენობა ისევ დახურულია და პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.