გიული ალასანიას განცხადება

უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა. ონლაინ შეხვედრას უკრაინის რადას წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ესწრებოდნენ. უკრაინულმა მხარემ ოჯახს სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ალასანიას განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენი აპირებს, მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს.