გიორგი შაქარაშვილის საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება, მათ შორის შემთხვევის ღამეს ინციდენტის მონაწილე პირები, ასევე სამართალდამცველები.
პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმე იქნება კონსტანტინე ღიბრაძე. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული მოწმე ბრალდებისთვის სასარგებლო ჩვენებას ვერ მისცემს, ვინაიდან მის მიერ მიცემული ჩვენებები არარელევანტურია.