მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ორი არასრულწლოვანი დაიკითხება. უფლებადამცველების განცხადებით, ბრალდებულები შემთხვევის დღეს გაიხსენებენ და დეტალურად ისაუბრებენ. პროკურატურა კი, ბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.