მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი. პროცესზე ხუთი არასრულწლოვანი დაიკითხება. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარემ თითქმის დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. ზაქრო გვიშიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ბრალდებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო სრულად გაითვალისწინებს.