გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ინტერესების დამცველი აღნიშნულს დაუსაბუთებელსა და უკანონოს უწოდებს.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე 27 ივლისს იმსჯელა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.