გიორგი ქობულიას განცხადება

„მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან დავაკავშიროთ საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები“ – ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, „სამსუნგის“ აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ინოვაციების განვითარებისთვის. კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “სამსუნგის” მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.