ინოვაციების ცენტრის მშენებლობა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურჯაანში ინოვაციების ცენტრს აშენებს. დაგეგმილია ორსართულიანი ნაგებობის მშენებლობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებები.

მშენებლობის პროცესს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია.