გიორგი გახარია - მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს

მარიხუანის მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ მარიხუანის მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი – მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საკანონმდებლო ორგანომ  მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.