გიორგი ბურჯანაძე: გვინდა, ვნახოთ, კლუბებში სპეცოპერაცია რამდენად კანონიერად განხორციელდა

15:14, 21.05.2018

12 მაისს, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ღამეს, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე განცხადებით ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს,-ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, მსგავსი მიმართვა არ იყო, თუმცა ცხელ ხაზზე გარკვეული შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.

ასევე, აპარატი გამოთხოვილ ინფორმაციებს ელოდება და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეომასალებსა და კონკრეტული პირების ინფორმაციებსაც სწავლობს.

მსგავსი