გიორგი ბარამიძის დაკავება – პოლიტიკური შეფასებები
სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავება უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური ვნებათაღელვის საკითხია. ყოფილ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. თავად ბარამიძემ კი სხდომაზე ბოდიში მოუხადა იმ პირებს, ვისაც, მისი თქმით, „უნებლიედ ატკინა გული ან რუსულ პროპაგანდას წამოეგო“. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, აფხაზეთის ომის დროს, ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით ნათქვამი მოგვიანებით ნაწილობრივ უარყო და თქვა, რომ „ვითარების ზუსტად აღწერისთვის, სჯობდა, სხვა სიტყვები გამოეყენებინა“.