გიორგი ბარამიძის დაკავება – აღკვეთის ღონისძიება

15:02, 12.09.2026

იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავა. ბრალდება ოთხ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის ივლისში, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

მსგავსი