გიგი უგულავას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის, კერძოდ, ფულის გათეთრების ეპიზოდზე სასამართლო  განხილვა გაგრძელდა.

პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს ფულის გათეთრების სქემა და მასში გიგი უგულავასთან დაკავშირებული პირების ჩართულობა.

შეგახსენებთ, ბრალდებულებს გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ეპიზოდზე ედავება.