„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის გამოძიების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს. მისთვის საეჭვოა, რატომ გაახსენდათ რამდენიმე წლის წინანდელი საქმე სწორედ ახლა.
განცხადებებს, პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში უსაფუძვლოს უწოდებენ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს. კერძოდ, აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.