ადმინისტრაციული წესით დაკავებული შშმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილი ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში რჩება. მას, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. როგორც ჯვარშეიშვილის უფლებადამცველი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთხელ მოინახულა და მასთან გასაუბრების საშუალება მეორედ არ მისცეს. ადვოკატი ყვება იმასაც, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, კერძოდ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეგახსენებთ, გია ჯვარშეიშვილი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს. დაკავების შემდეგ ის ალადაშვილის კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის გადაიყვანეს.
გია ჯვარშეიშვილი დააკავეს