გია ჯვარშეიშვილი დააკავეს

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია შშმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილი. ის გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, რის შემდეგაც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატისა და ახლობლების განმარტებით, ჯვარშეიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გამოკვლევები ჩაუტარდა. დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჯვარშეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.