ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი“ იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს.
ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2020 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს. ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.