„ღვინის დღეები“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება – ღონისძიება იმართება ახმეტაში. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. ეწყობა მეღვინეების კუთხეები, ფოტოზონები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კვების ზონა. 5 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი ღონისძიებები. საღამო გალაკონცერტით დასრულდება.
მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „ფორტე“ და ჯგუფი „რეგიონი“. „ღვინის დღეებს“ დღეს თერჯოლაც მასპინძლობს.