გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენ არ ვსჯით იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლოს“, – განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს სურს, რომ დევნილმა ადამიანებმა ქვეყნის დატოვება მალევე მოახერხონ.
ბერბოკი მიიჩნევს, რომ სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ცნობილ ოპოზიციონერებს, არამედ დარჩეს შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომლებსაც გამბედაობა აქვთ, ინფორმაცია სხვაგანაც მიიღონ.
მედიის ცნობით, ბერლინი მზადაა, შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა.