გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გარშემო სკანდალი აგორდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გარშემო ხმაურიანი სკანდალი აგორდა. როგორც ირკვევა, გერმანიის ლტოლვილთა სააგენტოს ერთ-ერთმა ფილიალმა 1200-ზე მეტ ლტოლვილს თავშესაფარი კანონდარღვევით გასცა. უწყების თანამშრომლებს კორუფციაში ადანაშაულებენ.

გერმანიის მთავრობამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და რეფორმების პირობა დადო, თუმცა, გერმანული მედია წერს, რომ შესაძლოა, დარღვევები სხვა ქალაქებშიც აღმოაჩინეს. ოპოზიცია კანცლერ მერკელის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
როგორ აპირებს გერმანიის ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებელთა სისტემის დახვეწას და რატომ მოიხადა ბოდიში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვრცლად ლევან ახალაიას სიუჟეტში.