გენპროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართავს. ამის შესახებ პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკავებულია საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია. მას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დეტალებით ნოდარ ჩაჩუა.