გემოფესტი აჭარაში

15:21, 03.09.2026

5-6 სექტემბერს, აჭარა გემოფესტს უმასპინძლებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი ბათუმში პირველად ჩატარდება. 16 მზარეული სტუმრებს როგორც ტრადიციულ, ისე, იშვიათ და ნაკლებად ცნობილ აჭარულ კერძებს წარუდგენს, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც. როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნაწილიც. 5 სექტემბერს ბათუმში შეკრებილებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკელი ბლუზისა და სოულის შემსრულებელს, ბიგ დედი უილსონს მოუსმინონ. ფესტივალის მიზანი, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობაა.

მსგავსი