დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა მოზარდებში

ხორავას ქუჩზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ძალოვანი უწყებების ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა. დღეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას გაგაცნობთ, რომელიც მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის ტენდენციებს აჩვენებს. ამ მონაცემების მიხედვით, ზოგადად, დანაშაულის ფაქტები შემცირებულია, თუმცა მკვლელობის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. სკოლაში და სკოლის გარეთ დანაშაულებრივი ქმედებების შესამცირებლად სპეციალური უწყებათშორისი ჯგუფია შექმნილი, რომელიც ახლა პრევენციულ ღონისძიებებს გეგმავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელია განსაზღვრული. შესაბამისად, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულში იგულისხმება დანაშაული, რომელიც 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა ჩაიდინეს.

გიორგი კობერიძე გაეცნო 2016-2017 წლების სტატისტიკურ მონაცემებს.