თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმები არასრულწლოვანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მოზარდი ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან დაჭრეს. ექიმის განცხადებით პაციენტს გულმკერდისა და წელის არეში სავარაუდოდ დანით მიყენებული 4 ჭრილობა აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე.

დატოვე კომენტარი