გატაცებული მოზარდი თავისუფალია

18:05, 23.02.2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 16 წლის მოზარდი თავისუფალია.

ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებული ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში, გამოძიების შეკითხვებს პასუხობს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი გუშინ, ღამით დააკავეს.

მსგავსი