გატაცების ორი ახალი შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან

15:05, 05.06.2018

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილი დააკავეს. საქართველოს ორივე მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მათ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ ბრალად.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

 

მსგავსი