საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია – რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავის მკვიდრი დააკავეს

12:02, 25.05.2018

მორიგი გატაცება საოკუპაციო ზოლში. რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ნინო ფისაძე დეტალებით.

 

მსგავსი