გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან – შერჩევა ორ ვაკანტურ ადგილზე ხდება. საბჭოს წევრები პაატა ქათამაძესა და ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. პაატა ქათამაძეს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილება ამოეწურა და ის ახლა კონკურსში ხელახლა არჩევის მიზნით მონაწილეობს. უფლებამოსილება ეწურება გიორგი შავლიაშვილსაც.
გასაუბრების ეტაპზე სულ ექვსი კანდიდატი გადავიდა. მათგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორ კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.