საქართველოში კორონავირუსით უკვე 6 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ყოველდღიური სტატისტიკა მზარდია და ეპიდემიოლოგები არც მომდევნო დღეებში პროგნოზირებენ მონაცემების კლებას. კლინიკებში საწოლების რაოდენობა იწურება, ამიტომ ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა მოხერხდეს.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დღეიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რამაც მოკლევადიან პერიოდში შედეგი უნდა გამოიღოს. თუმცა, ექიმების პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ვაქცინაციას არ ჩაიტარებს და პირბადეს არ გამოიყენებს, შემოდგომაზე საქართველო ისევ კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდება.