მედდის საქმეზე მოკვლევა გრძელდება. რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის გარდაცვალება – ექსპერტიზის შუალედურ დასკვნას ადვოკატები, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ. ინტერესების დამცველები ახალ გარემოებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს.
ადვოკატების ინფორმაციით, საუბარია მედიკოსების კომუნიკაციასა და შეტყობინებაზე. გარდა ამისა, მეგი ბაქრაძის საქმეზე ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნასაც ელოდებიან.