საქართველოში არსებული ეპიდვითარების ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რეგულაციების მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს და იმუნიზაციის აქტიური კამპანია დაიწყოს.
პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა თანმიმდევრული რეგულაციები, ასევე მასობრივი თავშეყრის აკრძალვა და თავის დროზე ღია სივრცეებში პირბადის ვალდებულების გაუქმება შეცდომა იყო. ასევე, ჯაფარიძის აზრით, ქვეყანაში ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მასობრივი იმუნიზაცია და შესაბამისი რეგულაციები, რასაც მოჰყვა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა, ასევე ფაქტობრივად ამოწურულია საწოლების რეზერვიც.