განათლების რეფორმა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლების რეფორმის ფარგლებში მორიგი პრეზენტაცია მიმდინარეობს. დღევანდელი პანელის თემა: „უსაფრთხო სკოლის” პროექტია. სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური – უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება.

ძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.  თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია. კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი.