განათლების რეფორმა

განათლების სამინისტრომ მორიგი ახალი რეფორმა დააანონსა. მიზანი, განათლების ხუთივე საფეხურის: ბაღის, სკოლის, პროფესიული კოლეჯის, უმაღლესისა და მეცნიერების ერთ სისტემაში მოქცევაა. ამავე რეფორმის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების სისტემა და უნივერსიტეტების დაფინანსების სქემა.