„განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ - მთავარი პროკურორი არასრულწლოვნების საქმეზე გამოტანილ განაჩენზე

მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მოსამართლის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს,- ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

​შოთაძის თქმით, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.