სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დილიდან გამოკითხვები გრძელდება. გამოძიებას კითხვები გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე აქვს. უკვე გამოკითხეს გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ ჟურნალისტები და პროდიუსერი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გუშინ დაიწყო.