დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გამოკითხვა საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში. ადვოკატი განმარტავს, რომ ივერი მელაშვილი ჟურნალისტებთან ერთად გადაღებაზე დავით გარეჯში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებმაც მელაშვილს სიტყვიერი, გადამღებ ჯგუფს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.