მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დაიკითხებიან. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად ადვოკატებმა მოითხოვეს. საქმე ეხება სატელიტურ ფოტომასალას, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, დამონტაჟებულია და რომელიც ადვოკატმა გაავრცელა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.