ღამის კლუბებში სპეცოპერაციის საქმე

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს,  ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დაკითხვას მაგისტრი მოსამართლე, ადვოკატები და ბრალდების მხარეები ესწრებიან. ადვოკატებს აინტერესებთ, რატომ გადაწყვიტა ბრალდების მხარემ დაჩქარებული წესით იმ მოწმის დაკითხვა, რომელიც დაკავებული პირებიდან 5-ის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. ადვოკატების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მოწმეს ქვეყანა უნდა დაატოვებინონ. ასევე მათი განცხადებით, მოწმის დაკითხვა კითხვებს აჩენს, რადგან ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ ჩატარებია შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას.