გამოძიება 20 ივნისის აქციაზე

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე ძიების ფარგლებში, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, სავარაუდოდ, დღეს გამოიკითხება. კანონით გათვალისწინებული 24-საათიანი ვადა, საღამოს 20:00 საათისათვის იწურება. დაკითხვის დრო, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. საქმე ეხება 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ ერთი პირი დააკავა, მისი სახლის ეზოდან კი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი ამოიღო, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე უნდა გამოეყენებინათ. ამ საქმეზე გამოკითხვაზე მისვლა მოუწევთ კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც. ამ დროის ინფორმაციით, ნიკა მელია და გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებენ და, სავარაუდოდ, ისინიც მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვენ.

 

დატოვე კომენტარი