გამოხმაურება შოვის ტრაგედიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამაკაცს, რომელმაც სტიქიის დროს შვილი დაკარგა, ადგილზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ ესაუბრება, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. პაპუაშვილი პოსტის ქვეშ კომენტარში განმარტავს, რომ ამ პიროვნებასთან ბევრი ისაუბრა, თუმცა გამოცემის ფოტოობიექტივში რეალური სიტუაცია მიზანმიმართულად არ მოექცა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ ფაქტს სირცხვილს უწოდებს.

ასევე სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა კომენტარი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმძიმესი ტრაგედიით მანიპულირება და სპეკულაციები მიუღებელია.