გამოხმაურება ინიციატივაზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ინიციატივის დაყენებამდე, გახარიას გუნდმა წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა აღიაროს და 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებენ. მათი განცხადებით, გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს, ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივა