პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალ კანონპროექტს აინიცირებს, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა. პარტიაში აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები და ამ ცვლილებებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია, რაც არსებითად ზღუდავს კონსტიტუციური უფლების – შეკრების თავისუფლებისა და თავისუფალი გამოხატვის განხორციელებას. ამიტომ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს სრულ აღდგენას და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ სტატუს კვოსთან დაბრუნებით, აღდგება კონსტიტუციური ბალანსი. „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას დღეს იუსტიციის სამინისტროში უპასუხეს.