გამოხმაურება ელიზბარაშვილის დაკავების ფაქტზე
თამაზ ელიზბარაშვილის დაკავებას ეხმაურება შაკო კუჭაშვილი, რომელიც წერს, რომ ელიზბარაშვილს 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ მასთან მოუვიდა კონფლიქტი, რისი მიზეზიც კუჭაშვილსა და მისი ოჯახის წევრების მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარები გახდა. ამის შესახებ კუჭაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს – არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნების გამო, ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა. თუმცა, ელიზბარაშვილი მომენტალურად გახდა აგრესიული და გვითხრა, – „ამას ასე არ დავტოვებ, ნახევარ საათში დავბრუნდები და ყველანი აქ დამხვდითო“ და მართლაც, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა,“ – წერს კუჭაშვილი და ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინციდენტში მონაწილე მის არცერთ მეგობარს პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია.