გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეთა მიმოწერები ამოიღო, რომელიც ტრაგედიის ღამეს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, ბრალდებულთა ადვოკატები კი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი ბულინგზე საუბრობს და მედიისთვის პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს
რა მიმოწერები ჰქონდათ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს, სოციალურ ქსელში საქმის მოწმეებსა და ბრალდებულებს. სატელეფონო ამონაწერების გარდა, საქმეში უკვე მოცულობითი მასალა დევს, რომელიც წვეულების მონაწილეების სოციალური ქსელებიდან ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მე-5 დღეა, საქმის ფიგურანტების მონაწილეობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში დღეს 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა იუბილარი ანა გაბეჩავა. რაც შეეხება ბრალდებულებს, მათი ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებასა და მთავარი მოწმეების გამოკითხვას ითხოვენ. საქმის ახალ მასალებში დევს ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე ვასილ მახარაძის ჩვენებაც.
ხათუნა გაგნიძე მოგვაწვდის მეტ ინფორმაციას საქმეზე.