საქართველოში დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩასაბარებლად, მართვის მოწმობის მსურველებს მანქანის მართვა რეალურ საგზაო მოძრაობაშიც მოუწევთ. ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება. პირველ ეტაპზე ცვლილებები სავალდებულო B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად არის აუცილებელი.