გამკაცრებული წესები პიროტექნიკაზე

პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა  შესაძლოა აიკრძალოს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს.  ცვლილებების პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატში მომზადდა და მისი განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტის მომზადების მიზეზი ის შემთხვევებია, რომლის დროსაც არასრულწლოვან პირებს ხშირად შექმნიათ ჯანმრთელობის პრობლემა. ექსპერტების ნაწილი ახალ ინიციატივას მიესალმება, თუმცა აღსრულების მექანიზმის არაეფექტიანობაზე მიუთითებს.